Tuesday, November 23, 2010

მოთხრობა ბიჭზე რომელიც თოვლში იცდიდა

ბიჭი აღებს მანქანის კარებს და გადმოდის პატარა მერსედესიდან.მუსიკაც მობეზრდა.თითებს ერთმანეთში აცურებს,წინ და უკან დადის.არაფერი შველის.დრო ძალიან ნელა გადის და სამწუხაროდ არაფერი იცვლება.მობეზრდა მეზობლებზე ფიქრიც.არ იცის რა გააკეთოს რო დრო გაიყვანოს.საათს უკვე მეთექვსმეტეჯერ უყურებს და ეს არაფერს ცვლის.ისევ ის დროა რაც 2 საათის წინ,რაც იმაზე მეტყველებს რო დრო მიიზლაზნება.სხვა გზა არ აქვს.უნდა დაუცადოს.თან ძალიან ცივა მაგრამ იხტიბარს არ იტეხს,თან უღირს.ყველაფრად უღირს.აქეთ იქით იხედება,გრძელი ქუჩის არცერთ ბოლოში არცერთი სულიერი არ ჩანს.ნახევრად ჭყაპიანი თოვლი დევს დამტვრეულ გზებზე.ფეხებს ერთმანეთზე მიარტყამს რომ გაითბოს.ბატინკის შიგნით საყინულეა,სიცივე ტკივილში გადადის.საათის ისარი არ იძვრის.წამიც არ გასულა.კი წავა მაგრამ არ შეუძლია.აუცილებლად უნდა დაიცადოს.ფიქრებში ეფლობა,ყველაფერზე ფიქრობს,ასამდეც ითვლის,მერე ორასამდე.ნათესავის ქორწილი ახსენდება,გუშნ რომ ფილმი ნახა ის,კაიფში რასაც გრძნობდა ისიც.ისევ ის დროა ცოტა ხნის წინ რომ იყო.ფიქრობს რო საათ გაფუჭდა მაგრამ ფაქტია ისარი მოძრაობს.თავს ებრძვის.იკლაკნება.უნდა დაუცადოს აუცილებლად უნდა დაიცადოს.
მერე აზრები ორად ეყოფა.რო წავიდეს?არა აზრი არ აქვს.წასვლა დამარცხების ტოლფასი იქნება.ცხოვრების აზრს  ელის.ძალიან კი უჭირს აქ ლოდინი მაგრამ რომ წავიდეს უარესია.იცდის იცდის.ისევ ათას სისულელეზე ფიქრობს.ისევ ქორწილები,ჩხუბები,ლოცვები ყველაფერი მის თავში ტრიალებს.ახალი მანქანები,სარემონტო ბინები.გზის ბოლოში ვიღაც გამოჩნდა.მორჩა ესაა. აი მოვა ახლა და მორჩება ლოდინი.ყველაფრის ლოგიკური დასასრული ძალიან ახლოსაა.უცხო სხეული უფრო და უფრო ახლოს მოდის.საათზე ისევ ის დროა მაგრამ არ გაჩერებულა და ისარი კვლავ მოძრაობს.ტიპი აზრზე ვერ მოდის.და რათქმაუნდა სხვაა.კარგი,ახლა ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.ისევ ფიქრები და ამდენი ლოდინი,ისევ იგივე დროა.არა მაინც იცდის.უნდა მოიცადოს ელოდება და რაქნას.ლოდინი იცის რო რთულია მაგრამ უღირს.ისევ ვიღაც მოჩანს და რათქმაუნდა ისიც სხვაა.ასე მესამე მეოთხე.მერე ისევ მანქანაში ჯდება.დარეკავდა მაგრამ ვერ რეკავს.ტელეფონი დაუჯდა ან თუნდაც არ იჭერს,მთავარია რომ ვერ რეკავს,რატომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.მუსიკას ხმადაბლა უსმენს მანქანაშ,გონია რომ ისე ჩაუვლიან ვერ გაიგებს.ისევ გადმოდის.ახლა მეოცე ტიპი ჩანს ჰორიზონტზე.ისიც სხვააა.თავზე ხელებს იდებს,საშინლად გაღიზიანებულია,ახლა პროტესტი კარგს არაფერს მოუტანს,რაქნას იყვიროს?რა აზრი აქვს? ვერავინ გაიგებს.თვალებიდან ლამის ცრემლის მაგივრად სისხლი წამოუვიდეს.ძალიან ცუდადააა სიცხე აქვს,აშკარად გაცივდა და ფილტვებიც ტკივა.საათს უყურებს.3 საათია გასული.მალე დაბნელდება.მაინც იცდის.მანქანის ბორბალს ფეხს ურტყამს,ფიქრობს რომ ყველაფერი მიატოვოს და წავიდეს.მორჩა,უკან მოხედვასაც კი აღარ აქვს აზრი.გასაღებს კარებს მოარგებს.ჯდება მანქანაში.ის ისაა უნდა დაქოქოს და სარკეში ვიღაც ჩანს.გადმოდის და თვალებს ჭუტავს ცდილობს ფოკუსი გაასწოროს.გარეგნულად კი ძალიან გავს მაგრამ ნდობა აქვს დაკარგული.სანამ ახლოს არ მოვა არ დაიჯერებს.დრო უფრო იწელება.ძალიან გავს ,უზომოდ თითქმის დარწმუნდა რომ ისაა.სიარულზეც ეტყობა.თვითონაც კი უნდა რომ წავიდეს გზა შეუმოკლოს,მალე შეხვდეს,მალე დაამთავროს აუტანელი ლოდინი,ასეც იქცევა ათამდე ნაბიჯს გადადგამს და რწმუნდება რომ ისაა ვისაც ელოდა.სახეზე უბედნიერესი ღიმილი გადაკრავს.მორჩა.ითხოვა და მიიღო,იწვალა და დაუფასდა.რა ცუდი იქნებოდა რომ წასულიყო.ბედნიერია დაუფასდა შრომა და გარჯა.მორჩა ყველაფერი მორჩა.სიცხეც დაავიწყდა და ფილტვების ტკივილიც.აღარც ფეხებზე ცივა.ბედნიერებისგან ლამისაა იტიროს.მორჩა ნამდვილად ისაა.ოციოდე ნაბიჯი და ერთამენთს შეხვდებიან.მეცხრამეტე ნაბიჯზე პანიკაა.ის არაა.და ყველაფერი ისევ თავიდან?რათქმაუნდა არა.ის ქოქავს მანქანას და მიდის.ყველაფერი გაუფასურებულია,აღარაფერი უშველის.მილიონი დოლარიც კი ვერ აუნაზღაურებს ნერვიულობაში დახარჯულ ენერგიას და ნერვებს.ზუსტად ორ წუთში ჰორიზონტზე ისევ ჩანს ვიღაც.და რათქმაუნდა ისიც სხვაა.ორი საათის მერეც ჩანს ვიღაც და ისიც სხვაა.ბიჭი სახლშია სვამს ჩაის და მოთქვამს,ნანობს რომ კიდევ არ დაიცადა.მაინც ჯერა რომ გამოივლიდა ის ვისაც ელოდა.ცხოვრებაში აღარასდროს დაუშვებს მზგავს შეცდომას და ყოველთვის ბოლომდე დაიცდის.
 იმ თოვლ-ჭყაპიან ქუჩაზე ისევ სიჩუმე და სიცივეა.ისევ ჩანს ვიღაც და ისევ სხვაა.ის აქ არასდროს გამოივლის.

Sunday, November 21, 2010

ტყუილის მანქანა-თვითგადარჩენის სინდრომი

ყველაფერი სტაბილურია.არ არსებობს არც კარგი და არც ცუდი.არც შავი და თეთრი,უფრო სწორად ისინი არსებობენ მხოლოდ ჩვენთვის არის შავი ბნელი და ცუდი და თეთრი კარგი და ნათელი თორემ სინამდვილეშ შავს და თეთრს მაგრად კიდიათ რა გრძნობებს იწვევენ ჩვენში.იმათ ტვინი არ აქვთ და შესაბამისად ვერ შეძლებენ მაგაზე ფიქრს. ხო და როცა ძაან მძაფრდება თეთრის თეთრობა ან შავის სიშავე მაშინ ძალიან ბევრი ტყუილით ვკვებავ საკუთარ თავს და ამას არაფერი მოაქვს.მხოლოდ მეორე დღე მოაქვს,რომელიც არავის არ ჭირდება არც მე რათქმაუნდა.2 გზა. 1.ეგ ტყუილი გვერძე გადადო და გაჩერდე ანუ შეწყვიტო აზროვნება რათქმაუნდა თვითმკვლელობის მზგავს თამაშს ვგულისხმობ რომელიმეს.ნუ სახელები კარგად არ ვიცი. და მეორე გზა.2. შეეგუო ყველაფერს ისეთს როგორიც არის და დაელოდო იმ 5 წუთს როცა ვთვლით ხოლმე რომ ყველაფერი მართლა ძალიან ლამაზია და რომ ბედნიერებისთვის გავჩნდით. ამ ორიდან ორივეს ერთ და იგივე მოაქვს.ფართხალი და რაც მეტს ვფართხალებთ უფრო ვიძირებით.სინამდვილეში ირგვლივ პანიკაა და ადამიანი ცხოვრების გზაზე მორალურ ბეწვის ხიდს გაივლის .ფსიქიკას ძალიან რთული სისტემების შეწინააღმდეგება და ხშირ შემთხვევაში შეგუება უწევს იმისთვის რომ ხვალ დილით ისევ დალიო ჩაი.გემრიელად მიირთვი!

Wednesday, November 17, 2010

ფული

ცხოვრების ტუტორიალების სერია იქსი გრძელდება.ამჯერად რათქმაუნდა ყველაფერი ფულზე.იმაზე უკვე შევთანხმდით რომ ფული ყველაფერია,ატრიალებს დედამიწას და ა.შ.
 მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო ფულის შოვნის გზებია.სხვადასხვა წიგნი შესაბამისად განსხვავებულ იდეებს და გზებს გვთავაზობს ფულის საშოვნელად რომელთაგანაც ცხადი ხდება ხომე რომ "საჭიროა იდეა".ნუ ჩვენ შევეცდებით იდეის გარეშე ფულის შოვნაზე ვილაპარაკოთ.როგორც წესი,ფულს ან ძალიან ჭკვიანები შოულობენ,ან ისინი ვისაც უმართლებთ( ლატარია და მისთანები),ვინც უკვე მდიდარია (ოჯახი) და ვინც ბოლომდე შრომობს( მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესენი სახეს იხევენ და სიცოცხლის ბოლომდე 4000 დოლარზე არიან თვეში ან არც).

ამ ოთხიდან ვერცერთში ვერ მოვაქციე საკუთარი თავი და მივხვდი რომ ერთადერთო გზა დამრჩა.რომ დავივიწყო ფულის არსებობის შესახებ.ვიცხოვრო და ვიაზროვნო პატარა ბავშვივით,რამდენსაც ღმერთი მომცემს იმდენი მექნება

Thursday, November 11, 2010

იმედგაცრუების გაუფასურება

მსოფლიოში ყველაზე მძიმე თემა იმედგაცრუება,რამეს რომ ელი და არ გამოდის.ან არ ელი და ძალით გამოდის.რა მნიშვნელობა აქვს,ფაქტია რომ ცხოვრება სავსეა უსიამოვნო მოულოდნელობებით.მაგრამ ამაზე საინტერესო ისაა რომ მოულოდნელი უსიამოვნებები ან დალოდებული სიამოვნებები საერთოდაც არ არის აუცილებელი რო ახდნენ და გამოვიდნენ.მე დღეს მთელი დღე ველოდე ზარს თან ისე რომ არ შემეძლო მეთვითონ დარეკვა.ძალიან მარტივად ნომერი არ მქონდა.გახდა 12 საათი,დავწექი და დავიძინე.როგორ მოვითმინე მეთვითონაც არ ვიცი რო პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი.ალბათ ბოლოსდაბოლოს გავაანალიზე რომ თუ შენ თავად ბედნიერი არ ხარ ლოდინის პროცესშიც და უცდი ზარს რომელიც გგონაი რომ გაგაბედნიერებს,მაშინ ვერასდროს ვერ იქნები იმ ზარით ბედნიერი იმიტომ რომ ზარის შემოსვლიდან ზუსტად 3 წუთში შენ შეგიძლია მოგბეზრეს და გაგინიავდეს ზარისგან მიღებული სიამოვნება ან უბრალოდ სხვა ზარი მოგინდეს.
ხვალაც ველოდები ზარს და იმედი მაქვს პროცესით ტკბობის გარდა ზარითაც ვისიამოვნებ.

და რომც დამირეკოს რა უნდა მივცე ისეთ რაც თავად არ აქვს.?

Thursday, November 4, 2010

შეპირებების არ ასრულება და ბრძოლა იმისთვის რაც არ გინდა

მოდი მეორე პირში ვისაუბრებ და ვითომ პირში ვახლი ყველაფერს რასაც მასზე ვფიქრობ.( ნახევრად ხუმრობით ან ცოტა მეტად არახუმრობით)

გარდატეხის პერიოდში შეყვარებულობის უარყოფითი მხარეები:
როგორც 5 წლის წინ შეგპირდი:
დროდადრო მაინც ვფიქრობდი ბანალური მელოდრამების ნახვის შემდეგ შენზე( თუმცა არ მითქვამს რომ მაშინ ვიფიქრებდი შენზე როცა ბანალურ მელოდრამებს ვნახავდი).
ისევ მახსენდები როცა წვიმს და გრძნობების პიკია
ისევ ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ხარ და ასე შემდეგ
ისევ მგონია რომ მაინც დავშორდებოდით
რათქმაუნდა თუ ტანგას ჩაიცვამ ჩავთვლი რო ბოზი ხარ და მღალატობ
ისევ მახსენდები როცა ვიღაცა შენს გვარს იტყვის ან არც
( მოკლედ უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება და ეს ძალიან ცუდია)

გარდატეხის პერიოდში შეყვარებულობის დადებითი მხარეები:
როგორც 5 წლის წინ შეგპირდი:
დღეს,ანუ ყველაფრიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ მაინც მოგძებნე ნეტში და ერთი საათ ვუყურე შენს სურათს და ძალიან მიყვარხარ.სიამოვნებით ვიქნებოდი შენი ქმარი და ვიცხოვრებდი ათასი სოფლის მიღმა დაუსახლებელ ნახევრად გაჩეხილ ტყეში შენთან ერთად.ვიცი რომ ხვალ დილით გულიანად გამეცინება როცა სარკეში ჩავიხედავ და გავაანალიზებ წინა ღამით თუ რას ვწერდი ბლოგზე.აქაფებულ კბილის პასტას გადავაპურთხებ და მეგონება რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.მერე მუშაობისას გამახსენდები ერთ ორჯერ.საღამოს ვინმეს ვნახავ და ერთად დავწვებით.ეს არ იქნება სექსი ,იმიტომ რომ მე სექსი მხოლოდ ერთ ადამიანთან მქონდა და რათქმაუნდა ეს შენ ხარ.



რეზულტატი:
 პირველ რიგში არ ვიცი რამდენად დადებითია ის რაც ზემოთ დავწერე.
მითუმეტეს პიროვნება ორად იყოფა როცა მეორე დღეზე ვსაუბრობთ.რომელია მართალი? ის რომ მე შენზე დღემდე ვფიქრობ და ეს ფქტია,თუ ის რომ ხვალ ამაზე გავიცინებ და სხვასთან ვიქნები. ბევრი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ იმას რომ მეორე დღეს ყველაფერი სასაცილოა და ყველა წინა ღამის ტირილი დილით გულს გვირევს.
თუ მონატრების და გრძნობების მიზეზი ისაა რომ ფილმებში ბოლომდე უყვართ ხოლმე მაშინ შემიძლია მშვიდად ვიყო იმიტომ რომ ვიცი ბედნიერი ვიქნები შენს გარეშეც და სინამდვილეში არაფერში მჭრდები.
და თუ ჭეშმარიტებად მივიჩნევთ პიროვნების იმ მხარეს რომელიც დგება იმ რეალობის წინაშე რომ 5 წლის შემდეგ 1 საათი უყურებს შენს სურათს რთული გასაგები აღარ იქნება ის რომ მელოდრამები დღემდე ძალიან კარგად იყიდება. მაგრამ ეს უკვე თემიდან გადახვევაა.კითხვა კითხვადვე რჩება.რახდება სინამდვილეში? რომელი მე-ა მართალი რომელიც იცინის იმაზე რომ გამახსენდი და მოგძებნე თუ ის რომელიც ამას უბრალოდ რეფლექსს და თვინში ჩარჩენილ კარგ სიზმარს არქმევს და ისევ 5 წლით ან თუნდაც 1 თვით მაგრამ კარგად და წარმატებულად ივიწყებს იმას რომ არსებობდი.
ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს.
პესიმისტები იტყვიან რომ  ის მე-ა მართალი რომელსაც ისევ ენატრები
ოპტიმისტები რამე სასაცილოს იტყვიან და დამცინებენ ,შეიძლება არც მენდონ სიტყვაზე რო მართლა ერთი საათ ვუყურე შენს სურათს( სიმართლე გითხრა სულ 3 წუთი ვუყურე მარა დამიჯერე საკმარისი იყო)
ინტროვერტები იტყვიან რომ სახლში ჯდომა და შენზე ფიქრია გამოსავალი( რომ იქნებოდესმე დაბრუნდეს ის დრო)

ირაკლი ჩარკვიანის ფანები იტყვიან რომ დავუბრუნდები ოდესმე ისევ ყვავილებით ხელშ და დავივიწყებთ წაგებულ ომს( ომში გინება და 8ჯერ დაშორება იგულისხმება)


ფოტოგრაფები იტყვიან რომ ის სურათი რომელსაც მე 1 საათი ვუყურე კომპოზიციურად ნულია და ნაგავია( არა და ქერა თმა არანორმალურად გიხდება და ვხვდები რომ ეს ისაა რასაც შენგან არასდროს ველოდი)

ეგოისტები იტვყაინ რომ მთავარია მე ვიყო კარგად და ჯანდაბამდეც გზა გქონია
აფერისტები იტყვიან რომ ძალიან არ ვუხდებოდით ერთმანეთს და რომ ძალიან კარგია რო დავშრდით.
მე ვიტყვი რომ ბედნიერი ვარ რო დავშორდით თორემ ახლა,5 წლის შემდეგ, შენი სურათს ნახვა  ამ ყველაფერს არ განმაცდევინებდა.

Wednesday, November 3, 2010

როცა რაღაც ძალიან გინდა აუცილებლად არ გამოვა

სურვილები იმისთვის არსებობს რომ არ აგიხდეს.ან აგიხდება და ყველაფერს წყალში ჩაგიყრის 2 საათიანი ფერების მერე განცდილი ორგაზმივით.ჩნდება კითხვა აბა რა ხდება ჩვენს თავს.ვილტვით იმისკენ რაც ყველაფერს აზრს უკარგავს.და მინდა მე რომ ის მივიღო რაც სრულიად სტერილურს გამხდის მიზნის მიმართ? ოქროს შუალედი არ არსებობს იმიტომ რომ შენ ვერ შეიკავებ თავს და გააგრძელებ სვლას მიზნისკენ.მიზანი კი ყოველთვის ნეიტრალიტეტს და ტოტალურ სულიერ იმპოტენციას მოგიტანს.

რეზიუმე(რომელიც არ მომწონს მაგრამ სამწუხაროდ ჭეშმარიტებაა) : უნდა დაიკიდო ეს ყველაფერი და უბრალოდ იცხოვრო.

Monday, November 1, 2010

რატომ არის ყოველი დღე ერთნაირი

არაფერი არ იცვლება და იმიტომ,ჭამ იმას რასაც გუშინ ჭამდი,სვამ იცვამ იხდი გრძნობ.სულ ყველაფერი იგივეა და შესაბამისად შენც იგივე ხარ.ადამიანი მარადმედინია და მისი გონება მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული.ტვინს არ შეუძლია გაჩერდეს ერთ ადგილზე.ის ან ვითარდება ან დეგრედირდება.არ არსებობს სტანდარტული ნულოვანი სტაბილური წერტილი სადაც დაისვენებ.შენი ყოველი დღე იგივეა.შენარ იცვლები.შენ გესმის იგივე ფრაზები,ხუმრობები,ისტორიები შენი მეგობრებისგან,ოჯახის წევრებისგან.მოკლედ ყველაფერი ძველია და კარგად შესწავლილი.თუ შენ იცი რა არის კარის მიღმა არ მოგინდება მისი გაღება,უკვე იცი,მიზანი მიღწეულია,ინტერესი დაკმაყოფილებულია,იგივე გემართება ყოველდღე როცა გადიხარ სახლის კარებიდან.იცი ამ კარებს მიღმა რა არის.შენ იცი ტელევიზორის ანტენის მიღმა რომ ანძა იმალება,ხელოვნური ღიმილი დილის გადაცემაში.დილამშვიდობისა და ტოსტები,ნუტელასრეკლამა და ბედნიერი ოჯახის ვიდეორგოლი რომელიც მშვიდად და სიამოვნებით იწყებს კიდევ ერთ ლამაზ მზიან დღეს.შენ ეს არ გაკმაყოფილებს.ან მოგწონს მაგრამ მხოლოდ კინოებში.შენი ცხოვრება ყოველთვის გინდა რომ ისეთვე იყოს როგორიც კინოებში მარა არასდროს არაა.და ვერც იქნება.შენს ცხოვრებას ვერასდროს დაამონტაჟებ.ვერ ამოჭრი იმ კადრებს რასაც ფილმებში ჭრიან რომ ისტორია ლამაზი და გრძნობებით აღსავსე გამოვიდეს.რაშია გამოსავალი?რა დაგეხმარება იმაში რომ ცხოვრება კინოდ აქციო?
ვერაფერი.ცხოვრება ვერასდროს ვერ იქნება ფილმი და ამიტომ ყოევლთვის მოგიწევს რომ შეეგუო მას ისეთს როგორიც არის.ალბათ იმასაც ატყობ რომ მოგონებები მხოლოდ იმიტომ არიან ასეთი ტკბილი და ლამაზები რომ წარსულში არიან და მათი გადათვალიერების და ხელახლა შეგრძნების შანსი ბოლომდე გადაწურულია( სანამ დროის მანქანას არ მოვიგონებთ).შესაბამისად მოგონება ხდება ნაკვეთი შენი წარსული ცხოვრებისა რომელსაც ვერ იქონიებ იმიტომ რომ შეუძლებელია და სწორედ ეს შეუძლებლობა გაიძულებს გინდოდეს და ადიდებდე მას ისეთს როგორიც არის და იხსენებდე ამ წარსულის ამონაკვესს ტკბილად და საინტერესოდ.
მე არაფერში არ მჭირდება შენი ემოციით დახატული სახე თუ ის მე არაფერს მომიტანს,თუ ის მე არ გადმომედება.და შენ დღეს ისე ვერ იცინი რომ მეც გამაცინო ამიტომ შეინახე შენთვის ისტერიკული კოლაფსები.მე ჩემიც მეყოფა ,ჩემი ცხოვრება ამ წუთამდე მოსაბეზრებელ ერთფეროვნებად რჩება და თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ და იცინი მიშველე იმიტომ რომ მე ცივილიზებული ავადმყოფი ვარ და ვიცი ჭრილობა როგორ დავფარო მაგრამ ალბათ ხვდები რომ მკურნალობა აშკარად მჭირდება.იმედი მაქვს დამეხმარები.შენ გარდა მაინც არავინ კითხულობს ამას.