მოდი მეორე პირში ვისაუბრებ და ვითომ პირში ვახლი ყველაფერს რასაც მასზე ვფიქრობ.( ნახევრად ხუმრობით ან ცოტა მეტად არახუმრობით)
გარდატეხის პერიოდში შეყვარებულობის უარყოფითი მხარეები:
როგორც 5 წლის წინ შეგპირდი:
დროდადრო მაინც ვფიქრობდი ბანალური მელოდრამების ნახვის შემდეგ შენზე( თუმცა არ მითქვამს რომ მაშინ ვიფიქრებდი შენზე როცა ბანალურ მელოდრამებს ვნახავდი).
ისევ მახსენდები როცა წვიმს და გრძნობების პიკია
ისევ ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ხარ და ასე შემდეგ
ისევ მგონია რომ მაინც დავშორდებოდით
რათქმაუნდა თუ ტანგას ჩაიცვამ ჩავთვლი რო ბოზი ხარ და მღალატობ
ისევ მახსენდები როცა ვიღაცა შენს გვარს იტყვის ან არც
( მოკლედ უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება და ეს ძალიან ცუდია)
გარდატეხის პერიოდში შეყვარებულობის დადებითი მხარეები:
როგორც 5 წლის წინ შეგპირდი:
დღეს,ანუ ყველაფრიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ მაინც მოგძებნე ნეტში და ერთი საათ ვუყურე შენს სურათს და ძალიან მიყვარხარ.სიამოვნებით ვიქნებოდი შენი ქმარი და ვიცხოვრებდი ათასი სოფლის მიღმა დაუსახლებელ ნახევრად გაჩეხილ ტყეში შენთან ერთად.ვიცი რომ ხვალ დილით გულიანად გამეცინება როცა სარკეში ჩავიხედავ და გავაანალიზებ წინა ღამით თუ რას ვწერდი ბლოგზე.აქაფებულ კბილის პასტას გადავაპურთხებ და მეგონება რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.მერე მუშაობისას გამახსენდები ერთ ორჯერ.საღამოს ვინმეს ვნახავ და ერთად დავწვებით.ეს არ იქნება სექსი ,იმიტომ რომ მე სექსი მხოლოდ ერთ ადამიანთან მქონდა და რათქმაუნდა ეს შენ ხარ.
რეზულტატი:
პირველ რიგში არ ვიცი რამდენად დადებითია ის რაც ზემოთ დავწერე.
მითუმეტეს პიროვნება ორად იყოფა როცა მეორე დღეზე ვსაუბრობთ.რომელია მართალი? ის რომ მე შენზე დღემდე ვფიქრობ და ეს ფქტია,თუ ის რომ ხვალ ამაზე გავიცინებ და სხვასთან ვიქნები. ბევრი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ იმას რომ მეორე დღეს ყველაფერი სასაცილოა და ყველა წინა ღამის ტირილი დილით გულს გვირევს.
თუ მონატრების და გრძნობების მიზეზი ისაა რომ ფილმებში ბოლომდე უყვართ ხოლმე მაშინ შემიძლია მშვიდად ვიყო იმიტომ რომ ვიცი ბედნიერი ვიქნები შენს გარეშეც და სინამდვილეში არაფერში მჭრდები.
და თუ ჭეშმარიტებად მივიჩნევთ პიროვნების იმ მხარეს რომელიც დგება იმ რეალობის წინაშე რომ 5 წლის შემდეგ 1 საათი უყურებს შენს სურათს რთული გასაგები აღარ იქნება ის რომ მელოდრამები დღემდე ძალიან კარგად იყიდება. მაგრამ ეს უკვე თემიდან გადახვევაა.კითხვა კითხვადვე რჩება.რახდება სინამდვილეში? რომელი მე-ა მართალი რომელიც იცინის იმაზე რომ გამახსენდი და მოგძებნე თუ ის რომელიც ამას უბრალოდ რეფლექსს და თვინში ჩარჩენილ კარგ სიზმარს არქმევს და ისევ 5 წლით ან თუნდაც 1 თვით მაგრამ კარგად და წარმატებულად ივიწყებს იმას რომ არსებობდი.
ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს.
პესიმისტები იტყვიან რომ ის მე-ა მართალი რომელსაც ისევ ენატრები
ოპტიმისტები რამე სასაცილოს იტყვიან და დამცინებენ ,შეიძლება არც მენდონ სიტყვაზე რო მართლა ერთი საათ ვუყურე შენს სურათს( სიმართლე გითხრა სულ 3 წუთი ვუყურე მარა დამიჯერე საკმარისი იყო)
ინტროვერტები იტყვიან რომ სახლში ჯდომა და შენზე ფიქრია გამოსავალი( რომ იქნებოდესმე დაბრუნდეს ის დრო)
ირაკლი ჩარკვიანის ფანები იტყვიან რომ დავუბრუნდები ოდესმე ისევ ყვავილებით ხელშ და დავივიწყებთ წაგებულ ომს( ომში გინება და 8ჯერ დაშორება იგულისხმება)
ფოტოგრაფები იტყვიან რომ ის სურათი რომელსაც მე 1 საათი ვუყურე კომპოზიციურად ნულია და ნაგავია( არა და ქერა თმა არანორმალურად გიხდება და ვხვდები რომ ეს ისაა რასაც შენგან არასდროს ველოდი)
ეგოისტები იტვყაინ რომ მთავარია მე ვიყო კარგად და ჯანდაბამდეც გზა გქონია
აფერისტები იტყვიან რომ ძალიან არ ვუხდებოდით ერთმანეთს და რომ ძალიან კარგია რო დავშრდით.
მე ვიტყვი რომ ბედნიერი ვარ რო დავშორდით თორემ ახლა,5 წლის შემდეგ, შენი სურათს ნახვა ამ ყველაფერს არ განმაცდევინებდა.
No comments:
Post a Comment