ბიჭი აღებს მანქანის კარებს და გადმოდის პატარა მერსედესიდან.მუსიკაც მობეზრდა.თითებს ერთმანეთში აცურებს,წინ და უკან დადის.არაფერი შველის.დრო ძალიან ნელა გადის და სამწუხაროდ არაფერი იცვლება.მობეზრდა მეზობლებზე ფიქრიც.არ იცის რა გააკეთოს რო დრო გაიყვანოს.საათს უკვე მეთექვსმეტეჯერ უყურებს და ეს არაფერს ცვლის.ისევ ის დროა რაც 2 საათის წინ,რაც იმაზე მეტყველებს რო დრო მიიზლაზნება.სხვა გზა არ აქვს.უნდა დაუცადოს.თან ძალიან ცივა მაგრამ იხტიბარს არ იტეხს,თან უღირს.ყველაფრად უღირს.აქეთ იქით იხედება,გრძელი ქუჩის არცერთ ბოლოში არცერთი სულიერი არ ჩანს.ნახევრად ჭყაპიანი თოვლი დევს დამტვრეულ გზებზე.ფეხებს ერთმანეთზე მიარტყამს რომ გაითბოს.ბატინკის შიგნით საყინულეა,სიცივე ტკივილში გადადის.საათის ისარი არ იძვრის.წამიც არ გასულა.კი წავა მაგრამ არ შეუძლია.აუცილებლად უნდა დაიცადოს.ფიქრებში ეფლობა,ყველაფერზე ფიქრობს,ასამდეც ითვლის,მერე ორასამდე.ნათესავის ქორწილი ახსენდება,გუშნ რომ ფილმი ნახა ის,კაიფში რასაც გრძნობდა ისიც.ისევ ის დროა ცოტა ხნის წინ რომ იყო.ფიქრობს რო საათ გაფუჭდა მაგრამ ფაქტია ისარი მოძრაობს.თავს ებრძვის.იკლაკნება.უნდა დაუცადოს აუცილებლად უნდა დაიცადოს.
მერე აზრები ორად ეყოფა.რო წავიდეს?არა აზრი არ აქვს.წასვლა დამარცხების ტოლფასი იქნება.ცხოვრების აზრს ელის.ძალიან კი უჭირს აქ ლოდინი მაგრამ რომ წავიდეს უარესია.იცდის იცდის.ისევ ათას სისულელეზე ფიქრობს.ისევ ქორწილები,ჩხუბები,ლოცვები ყველაფერი მის თავში ტრიალებს.ახალი მანქანები,სარემონტო ბინები.გზის ბოლოში ვიღაც გამოჩნდა.მორჩა ესაა. აი მოვა ახლა და მორჩება ლოდინი.ყველაფრის ლოგიკური დასასრული ძალიან ახლოსაა.უცხო სხეული უფრო და უფრო ახლოს მოდის.საათზე ისევ ის დროა მაგრამ არ გაჩერებულა და ისარი კვლავ მოძრაობს.ტიპი აზრზე ვერ მოდის.და რათქმაუნდა სხვაა.კარგი,ახლა ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.ისევ ფიქრები და ამდენი ლოდინი,ისევ იგივე დროა.არა მაინც იცდის.უნდა მოიცადოს ელოდება და რაქნას.ლოდინი იცის რო რთულია მაგრამ უღირს.ისევ ვიღაც მოჩანს და რათქმაუნდა ისიც სხვაა.ასე მესამე მეოთხე.მერე ისევ მანქანაში ჯდება.დარეკავდა მაგრამ ვერ რეკავს.ტელეფონი დაუჯდა ან თუნდაც არ იჭერს,მთავარია რომ ვერ რეკავს,რატომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.მუსიკას ხმადაბლა უსმენს მანქანაშ,გონია რომ ისე ჩაუვლიან ვერ გაიგებს.ისევ გადმოდის.ახლა მეოცე ტიპი ჩანს ჰორიზონტზე.ისიც სხვააა.თავზე ხელებს იდებს,საშინლად გაღიზიანებულია,ახლა პროტესტი კარგს არაფერს მოუტანს,რაქნას იყვიროს?რა აზრი აქვს? ვერავინ გაიგებს.თვალებიდან ლამის ცრემლის მაგივრად სისხლი წამოუვიდეს.ძალიან ცუდადააა სიცხე აქვს,აშკარად გაცივდა და ფილტვებიც ტკივა.საათს უყურებს.3 საათია გასული.მალე დაბნელდება.მაინც იცდის.მანქანის ბორბალს ფეხს ურტყამს,ფიქრობს რომ ყველაფერი მიატოვოს და წავიდეს.მორჩა,უკან მოხედვასაც კი აღარ აქვს აზრი.გასაღებს კარებს მოარგებს.ჯდება მანქანაში.ის ისაა უნდა დაქოქოს და სარკეში ვიღაც ჩანს.გადმოდის და თვალებს ჭუტავს ცდილობს ფოკუსი გაასწოროს.გარეგნულად კი ძალიან გავს მაგრამ ნდობა აქვს დაკარგული.სანამ ახლოს არ მოვა არ დაიჯერებს.დრო უფრო იწელება.ძალიან გავს ,უზომოდ თითქმის დარწმუნდა რომ ისაა.სიარულზეც ეტყობა.თვითონაც კი უნდა რომ წავიდეს გზა შეუმოკლოს,მალე შეხვდეს,მალე დაამთავროს აუტანელი ლოდინი,ასეც იქცევა ათამდე ნაბიჯს გადადგამს და რწმუნდება რომ ისაა ვისაც ელოდა.სახეზე უბედნიერესი ღიმილი გადაკრავს.მორჩა.ითხოვა და მიიღო,იწვალა და დაუფასდა.რა ცუდი იქნებოდა რომ წასულიყო.ბედნიერია დაუფასდა შრომა და გარჯა.მორჩა ყველაფერი მორჩა.სიცხეც დაავიწყდა და ფილტვების ტკივილიც.აღარც ფეხებზე ცივა.ბედნიერებისგან ლამისაა იტიროს.მორჩა ნამდვილად ისაა.ოციოდე ნაბიჯი და ერთამენთს შეხვდებიან.მეცხრამეტე ნაბიჯზე პანიკაა.ის არაა.და ყველაფერი ისევ თავიდან?რათქმაუნდა არა.ის ქოქავს მანქანას და მიდის.ყველაფერი გაუფასურებულია,აღარაფერი უშველის.მილიონი დოლარიც კი ვერ აუნაზღაურებს ნერვიულობაში დახარჯულ ენერგიას და ნერვებს.ზუსტად ორ წუთში ჰორიზონტზე ისევ ჩანს ვიღაც.და რათქმაუნდა ისიც სხვაა.ორი საათის მერეც ჩანს ვიღაც და ისიც სხვაა.ბიჭი სახლშია სვამს ჩაის და მოთქვამს,ნანობს რომ კიდევ არ დაიცადა.მაინც ჯერა რომ გამოივლიდა ის ვისაც ელოდა.ცხოვრებაში აღარასდროს დაუშვებს მზგავს შეცდომას და ყოველთვის ბოლომდე დაიცდის.
იმ თოვლ-ჭყაპიან ქუჩაზე ისევ სიჩუმე და სიცივეა.ისევ ჩანს ვიღაც და ისევ სხვაა.ის აქ არასდროს გამოივლის.
ცუდი განცდაა, ბოლო წუთს რომ შეგეცვლება სიხარული ან რომ გგონია – ცოტაც რომ მოგეთმინა, სხვანაირად იქნებოდა.
ReplyDeleteისე, გაუთავებელ ცდას მგონი მოქმედება სჯობია. წასვლა, ძებნა – თუნდაც სხვა ქუჩის, ან სხვა ქუჩაზე..